საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბენზინი ფასი ქვეყანაში საშუალოდ 73 თეთრით არის გაზრდილი. ფასის მატების მთავარ მიზეზად, სწეროს წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირებას ასახელებენ. სანავთობო ბირჟებზე ერთი ტონა ბენზინის ფასი, დაახლოებით 80 დოლარით არის გაძვირებული. შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები გამოსავალს „მცურავი აქციზის“ დაწესებაში ხედავენ. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ ბენზინზე ფასების ზრდას შესაჩერებლად აქციზის გადასახადის განახევრებაა საჭირო. სექტორის წარმომადგენლები მსოფლიო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, საწვავის ფასის მატებას არც უახლოეს მომავალში გამორიცხავენ. თუ პროცესი გაგრძელდება, გარდაუვალია სამომხმარებლო პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირებაც.