გაჭიანურებული ბიზნესდავები

საქართველოში ათეულობით ბიზნესმენი ბიზნესდავების სამართლებრივ გადაწყვეტას უკვე თვეებია ელის. ლოდინი ხშირ შემთხვევაში წლობითაც გრძელდება.

გაჭიანურებული სასამართლო განხილვები ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელსაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან ყველა შეხვედრაზე აყენებენ.

საკითხი ახალი ბიზნესომბუდსმენის მიერ დასახელებული გამოწვევების ნუსხაშიც მოხვდა. პრობლემას მთავრობაშიც აღიარებენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაგეგმილი ცვლილებები წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება.