მოსალოდნელი ღვარცოფის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთს, სადაც უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ადიდდა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.