ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

12:10, 29.07.2020

მოსალოდნელი ღვარცოფის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთს, სადაც უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ადიდდა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მსგავსი