დედოფლისწყაროში ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილ თანამშრომლებს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე მათი კუთვნილი დავალიანებების შესახებ და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა საზოგადოების სწორი და მიუკერძოებული ინფორმირების საკითხს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლები პერმანენტული აქციბის გამართვას გეგმავენ. ნავთობმომპოვებელი კომპანიის თანშრომლებმა ამერიკელი კონგრესმენების წერილების შინაარსი გააპროტესტეს, სადაც კომპანიის საქმიანობის ხელშეშლაზეა საუბარი. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მათ მაქსიმალურად ეხმარება. აქციის მონაწილეთა თქმით, დავალიანებების ჩარიცხავდე კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ. „ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია „ფრონტერას “ 84 თანამშრომლის მიმართ 11-თვიანი დავალიანება, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. ყოფილმა თანამშრომლებმა კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამრთლოს უკვე მიმართეს.