„ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ფრიდონ ინჯია „სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების“ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე აგვისტოს ომში ამერიკის ინტერესებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიამ ნდა დაადგინოს, მოხდა თუ არა 2008 წელს ამერიკული ფლოტის მიერ საქართველოში ჰუმანიტარულთან ერთად საბრძოლო მასალის შემოტანაც.