გიორგი ვაშაძის ბრალდება „ქართულ ოცნებას“

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს შანსი, მოიგოს არჩევნები, რის გამოც ცდილობს, მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს და პირადობის ძველ მოწმობებს მოქმედების ვადა გაუხანგრძლივოს. საუბარია ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, არცერთი მოქალაქე დარჩეს ხმის უფლების გარეშე. მმართველი გუნდი მზად არის, არსებული საკითხი ოპოზიციასთან ერთად განიხილოს.