ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის ობიექტურობა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
მმართველი გუნდის ლიდერები Freedom House-ის კვლევის ავტორებს მიკერძოებაში ადანაშაულებენ.
მწვავე კრიტიკის საგანია დოკუმენტის ის ნაწილი, რომლის მიხედვით, 2017 წელს ქართული მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებელი გაუარესდა და 2009-2012 წლების პერიოდის მონაცემებს გაუტოლდა.
საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ სადავო ანგარიშის ავტორებს 2012 წლამდე არსებული ვითარება და კონკრეტული მაგალითები შეახსენა.
დოკუმენტში უზუსტობები მედიაორგანიზაციების ნაწილმაც იპოვა.