Freedom House - ის ანგარიში

საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო ანგარიში საქართველოში მწვავე შეფასებების საგანი ხდება.

2008 წლის შემდეგ პირველად Freedom House წერს, რომ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევასთან შედარებით გაუარესდა. ამავე დასკვნის მიხედვით, ქულის კლებაზე გავლენა მედიამ და სასამართლომ მოახდინა. დასახელებულია ის გარემოებებიც, რამაც, კვლევის ავტორების აზრით, ამ ორი სფეროს დამოუკიდებლობის მაჩვენებელი შეასუსტა.

პოლიტიკურ წრეებში ანგარიშის გარშემო აზრი ორად იყოფა.