ტელეაუდიტორიის კვლევა

ქართულ მედიაში საქართველოს პირველ არხს უნდობლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს  – ასეთია ტელეადუიტორიის კვლევის შედეგები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სონარმა“ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა.

კვლევის მიზანი ტელეაუდიტორიის დემოგრაფიული სტრუქტურის, ტელეყურების სიხშირისა და ტელეკომპანიებისადმი ნდობის დადგენა იყო. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოკითხული მოქალაქეების პასუხებით გაირკვა, რომ სხვა ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, უნდობლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 16%  სწორედ პირველ არხს აქვს. რაც შეეხება ნდობას, კვლევის შედეგებით ჩანს, რომ პირველი არხის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 36 % ენდობა, შედეგების შეჯამებით კი ჩანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიღებულ ინფორმაციას 2,2 -ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე არ ენდობა.

გამოკითხვა 1-9 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 18 წლის და უფროსი ასაკის ტელემაყურებლებმა მიიღეს.

დატოვე კომენტარი