ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის გახსნა

თბილისი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას მასპინძლობს. სესია ოფიციალურად 7 ივლისს გაიხსნება და საქართველოში სტუმრად მყოფ 40-მდე ქვეყნის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი მიმართავენ. დღეს კი საპარლამენტო სესიის ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც მიმდინარე სესიის დღის წესრიგს განიხილავენ.

მიმდინარე სესიის ფარგლებში, საქართველო ოფიციალურად გახდება ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი.