ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - შეფასებები ათენიდან

ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის შემდეგ მმართველი გუნდი დეკემბერში ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელოდება.

შეფასებები კეთდება ათენიდანაც, სადაც ქართული დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რეგიონულ შეკრებას დაესწრო. საერთაშორისო პლატფორმა და შეხვედრები დეპუტატებმა სწორედ ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად და ევროპელი კოლეგების მხარდაჭერის გასაძლიერებლად გამოიყენეს. „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები სწორედ ევროკომისიის დღევანდელ შეფასებას დაეყრდნობიან და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ. განსაკუთრებით იმედისმომცემი იყო ბერძენი დეპუტატის და ყოფილი ევროკომისრის დღევანდელი გზავნილიც. ჩასატარებელ სამუშაოებთან ერთად დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს 10-წლიან პროგრესზე აკეთებს აქცენტს.