40-მდე ქვეყნის 200 წარმომადგენელი თბილისში – ისტორიაში პირველად საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს.
გაერთიანებაში 22-წლიანი ყოფნის შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამკვირვებლის სტატუსი ასოცირებული წევრის სტატუსით იცვლება. პლენარული სესიის მონაწილეებს დღეს ფრანგულ ენაზე მიმართა პრემიერ-მინისტრმა. როგორ უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციის პლატფორმა იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშე ევროპის ქვეყნები და საქართველო უკრაინის ომის შემდეგ დადგნენ. ეს დღის წესრიგის მთავარი თემა იყო. გამომსვლელებმა განსაკუთრებული აქცენტი ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე გააკეთეს. შეჯამდა ის პროექტები და პროგრამებიც, რომლებიც საქართველოში საფრანგეთთან და ფრანგულენოვან სამყაროსთან დასაახლოებლად მომზადდა.