სესია პარლამენტში

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით დღეს იმსჯელებენ. კანონპროექტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნულ პირებს, სრული განათლების მიღების შემდეგ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიანიჭებს.

მოამბე