ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ – ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ წიგნის ფორუმზე დილიდან ხალხმრავლობაა საქართველოს პავილიონთან. ქართველი მწერლები უცხოელ მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას აცნობენ. ქართული დელეგაცია გერმანიაში თანამედროვე და კლასიკოსი მწერლების 300-მდე წიგნითაა ჩასული. გამოცემები 30 ენაზეა ნათარგმნი. პავილიონში საქართველოს შესახებ დაწერილი 600-მდე უცხოენოვანი წიგნიცაა გამოფენილი. „დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც გამორჩეულ ფიგურად რჩება“ – ეს არის ფრაგმენტი აკა მორჩილაძის გამოსვლიდან, რომლითაც ქართული პავილიონის ლიტერატურულმა მასპინძელმა საკუთარი ქვეყანა წარადგინა. ჩვენი ქვეყნისთვის წლევანდელ წიგნის ბაზრობაში მონაწილეობა განსაკუთრებულია – პრესტიჟულ ღონისძიებაზე საქართველოს, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი აქვს.

„მოამბე“ ფრანკფურტიდან.