ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გახსნილ საქართველოს პავილიონში დილიდან არაერთი ლიტერატურული აქტივობა მიმდინარეობს.

იმართება პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან. ბაზრობაზე სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ეროვნული ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.

ქეთი ქაშაკაშვილი დეტალებით.