საქართველო გერმანიაში – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ქვეყანა წელს სტუმრის სტატუსით წარდგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება ექნება, საკუთარი კულტურა მრავალფეროვნად წარმოაჩინოს.
პროგრამა საკონცერტო, კულტურულ, თეატრალურ და კინო-პროგრამებს, ასევე გამოფენებსა და მასტერ-კლასებს მოიცავს. კულტურის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსის მისაღებად საქართველომ მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო, რაც 2014 წელს ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.