ქართული ფილმების რეტროსპექტივა ფრანკფურტში

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ფარგლებში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება.

გერმანიის კინოს მუზეუმში კოტე მიქაბერიძის ფილმის – „ჩემი ბებია“ ჩვენება გაიმართა. ასევე შედგა სოსო დუმბაძისა და ნინო ძანძავას წიგნის პრეზენტაციაც, რომელიც ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

წიგნი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ინგლისურ ენაზე გამოიცა.

ქართული ფილმების რეტროსპექტივა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება და 20-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები.