2018 წელი კულტურის სფეროში

2018 წელი გამორჩეული იყო კულტურის სფეროსთვის.

სწორედ ამ წელს რეალობად იქცა პროექტი, რომლის მომზადებას წლები დასჭირდა. 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა. პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე საქართველომ თავისი კულტურა მრავალფეროვანი პროგრამით წარმოადგინა.

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნო უნიკალურმა გამოფენემაც, რომელსაც ვენის ალბერტინას მუზეუმი მასპინძლობს.

წლის განმავლობაში აღდგა არაერთი ისტორიული ძეგლი, თუმცა სწორედ ამ კუთხით შეიქმნა პრობლემებიც. მათ შორისაა ზდანევიჩის უნიკალური კედლის მხატვრობა, რომლის კვალიც მთლიანად წაიშალა.