ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად კვირაცხოვლობას აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. საკათედრო ტაძარში კი საზეიმო წირვა ტარდება.
დღესვე ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები.
ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრული ქალაქების პირველი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან