ფოტოპროექტის პრეზენტაცია

ფოტოპროექტის „პატარა თბილისი“ პრეზენტაციას დაესწრო პირველი ლედი.

ღონისძიებაზე მაკა ჩიჩუა შვილთან, პატარა თომასთან ერთად იმყოფებოდა.

პროექტი საქველმოქმედოა. შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება ბავშვთა ჰოსპისს – „ციცინათელების ქვეყანა“.

პროექტის ფარგლებში ფოტოალბომიც გამოიცა, რომლის მთავარი გმირები პატარები არიან. მაკა ჩიჩუამ კრებულში შესული ფოტოების გამოფენა დაათვალიერა და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ღონისძიებას პროექტში მონაწილე ბავშვები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.