ფოტორეპორტაჟი საოკუპაციო ხაზიდან

ქართველი ფოტოგრაფის ახალი პროექტი საერთაშორისო გამოცემების ფურცლებზე ხვდება.

ცხოვრება საქართველოსა და რუსეთის მოძრავ საზღვარზე – ასე ჰქვია თაკო რობაქიძის ფოტოამბავს, რომელიც საოკუპაციო ზოლში მცხოვრები ოჯახების ყოველდღიურ მძიმე ყოფას ასახავს.

ახალგაზრდა ფოტოგრაფმა ფოტოები რუსი სამხედროებისაგან ფარულად გადაიღო და მორიგი სოციალური პროექტი შექმნა. რობაქიძე წლების წინ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პანკისზე გადაღებული ფოტოპროექტით გაიცნეს.

ოკუპაციის თემაზე შექმნილი 12-წუთიანი მულტიმედია პროექტის ფრაგმენტები ლიზა ციციშვილის რეპორტაჟში.