„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა,  სადაც დასაქმების საკითხზე და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას“.

დისკუსიას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ესწრებოდნენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.