10 ფოტოგრაფის 10 ისტორია

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები ცნობილი ფოტოხელოვანების ობიექტივში.

20 ივნისს პეტრიაშვილის ქუჩა ინკლუზიის თემაზე შექმნილ ფოტოისტორიებს დაეთმობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 10 ფოტოგრაფის ნამუშევრები, სადაც სხვადასხვა სფეროში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საქმიანობაა ასახული.

თეატრალური სცენა, დღის ცენტრები, სპორტული დარბაზები – ფოტოპროექტის მონაწილეებს ლიზა ციციშვილი შეხვდა.