30-მდე პერსონალური და კოლაბორაციული ნამუშევარი ერთ სივრცეში.
გალერეა „ფოტოგრაფია“ გურამ წიბახაშვილისა და კიდევ სამი არტისტის მიერ ერთობლივად შექმნილი ფოტოების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია 90-იან წლებში გადაღებულ ფოტოებსაც აერთიანებს. მიზანია დამთვალიერებელს დოკუმენტური ფოტოგრაფიის მნიშვნელობა და ერთ მიმართულებაზე ორი არტისტის მუშაობის შედეგები აჩვენონ.
ექსპოზიცია გალერეა „ფოტოგრაფიაში“ 18 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.