ფოთის ახლად არჩეული მერი, ბექა ვაჭარაძე დღეიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ის სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ თანამშრომლებს ოფიციალურად დღეს წარუდგინა. ფოთის მერი ამბობს, რომ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მუშაობას გუნდთან ერთად დღეიდან შეუდგება.