ფორუმი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საპარლამენტო კონტროლზე იმსჯელეს დღეს საკანონმდებლო ორგანოში.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების პრეზენტაცია. გენდერული თანასწორობის საბჭო, თემატური მოკვლევებიდან გამომდინარე გეგმავს, იმუშაოს, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობაზე, ასევე პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე.