ახალი პროექტი, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ქართულ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ხელმისაწვდომს გახდის.
ფონდებში დაცული უნიკალური ნიმუშების აღწერა-დამუშავების შემდეგ ელექტრონული კატალოგი მომზადდება. ერთიანი ბაზა ხალხურ სიმღერებს, საგალობლებს, ქორეოგრაფიას და ზეპირსიტყვიერებას გააერთიანებს.