ფოლკლორული ანსამბლის საიუბილეო კონცერტი

35-წლიანი შემოქმედების შეჯამება და ძველი ხალხური სიმღერების აღდგენილი ვერსიების მსმენელისთვის გაცნობა – ფოლკლორული ანსამბლი „სათანაო“ საიუბილეო კონცერტს გეგმავს. ქალ მგალობელთა გუნდის რეპერტუარი საგალობლების, ასევე სპეციალურად ამ საღამოსთვის მომზადებული სიმღერების შესრულებასაც მოიცავს.

აჟღერდება რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებიც, რომლებიც აქამდე ანსამბლის რეპერტუარში არ ყოფილა.     საიუბილეო კონცერტი ხვალ კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.