სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა.
ფონდი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესს დადებითად აფასებს. მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის განხორციელება, რომელმაც ეკონომიკის მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მისიის ხელმძღვანელმა ქვეყნის ხელისუფლებას „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურებაც მიულოცა.
„ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას აფასებენ ამერიკელი ექსპერტები. მათი თქმით, აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვამს საქართველოს სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს და მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ამერიკელი მკვლევარების მოსაზრებით, რეიტინგი დადებით როლს ითამაშებს საქართველო- ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთამხბის კუთხით.
„ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის აღიარებად მიიჩნევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი. რობერტო აზევადომ დავით ზალკალიანს ქვეყნის წინსვლა პირადად მიულოცა.