გამარჯვებულების დაჯილდოება

რეგიონული სტარტაფ ტრენინგის ფინალი.

ღონისძიებაზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ საკუთარი პროექტები ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე წარმოადგინეს. ტრენინგის მონაწილეები წინასწარი განცხადებების საფუძველზე შეარჩიეს. ახალგაზრდებმა სამი დღის განმავლობაში ამერიკელ ექსპერტებთან ერთად სამეწარმეო უნარების განვითარებაზე და ინოვაციური იდეების დახვეწაზე იმუშავეს. გამარჯვებულებს გადაეცათ საგზური ამერიკის შეერთებულ შტატებში და ფულადი ჯილდო.