ფიტარეთის მონასტრის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები

ავთენტურ იერსახეს იბრუნებს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.

ფიტარეთის ღმრთისმშობლის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მე-13 საუკუნის დროინდელ ძეგლზე ფრესკების რესტავრაციის შემდეგ ამ დროისთვის სამხრეთ და დასავლეთ მკლავების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ტარდება. დაზიანების სიმძიმის დასადგენად ფიტარეთის მონასტრის კედლის მხატვრობისა და ქვის კვლევა წლების წინ დაიწყო. ტაძრამდე მისასვლელად გზაც გაიყვანეს. სამუშაოებს მონიტორინგს, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ უწევს.