ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
დღეს შეხვედრა გორში გაიმართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.