ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტმა ფინანსთა მინისტრს მოუსმინა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დიდი ნაწილი იმ სანქციების აღსრულებას დაეთმო, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ერთი წელია მოქმედებს. დეპუტატები დაინტერესდნენ, რა ზომებია მიღებული საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სანქცირებული პროდუქტების არ დაშვების და სანქციების დარღვევის პრევენციისთვის და რამდენად ძლიერია ამ მხრივ საბაჟო კონტროლი. მინისტრის ანგარიშიდან გაირკვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საზღვრებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 შემთხვევაა გამოვლენილი. მინისტრმა ისაუბრა გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებზე, საგარეო ვალის შემცირებაზე და ექსპორტის მკვეთრ ზრდაზე. რაც შეეხება მოქალაქეების მთავარ პრობლემას, ფასების ზრდას, ლაშა ხუციშვილის მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა მინისტრს ოპოზიციამაც მოუსმინა.