შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების პროგრამის დასრულება, ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა, – ეს ის პროექტებია, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რეგიონში ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.