დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ბიუჯეტში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განხორციელდა.

აქციზის გადასახადისგან მიღებული შემოსავალი, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 192 მილიონი ლარით შემცირდა.  ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემოსავლების კლების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მარაგის მნიშვნელოვნად შემცირებაა.

ამასთანავე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 305 მილიონი ლარით იზრდება. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად ხომ არ აისახება ლარის კურსზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი დარწმუნებულია, რომ საბიუჯეტო ცვლილებები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გავლენას არ მოახდენს.