საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვა

საპარლამენტო ოპოზიცია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

ოპონენტების პრეტენზიებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამჯერად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ისმენდა. დეპუტატების ძირითადი შენიშვნები სუს-ის დაფინანსების ზრდას და პენსიებს უკავშირდება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტის გაცნობის შემდეგ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პროექტით ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაც არის გათვალისწინებული.

ფინანსთა სამინისტროს მიმართ კითხვები აქვთ უმრავლესობის წევრებსაც. საკომიტეტო მოსმენები 17 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც მთავრობას ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისთვის ვადა 5 ნოემბრამდე ექნება.