პენსიის ზრდა

საქართველოში, 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსიის ზრდა იგეგმება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მომავალი წლიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიის ოდენობა და ის 200 ლარი იქნება. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ორას ლარამდე გაიზრდება პენსია მკვეთრად და მნიშვნელვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ამასთან, 2019 წლიდან, მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენასაც აპირებს, რომელიც 2016 წელს გაუქმდა. კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფლები რამდენი ლარით დაფინანსდებიან, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრამაზე უკვე მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მლრდ 729 მლნ 700 ათასი ლარით განისაზღვრება. დეპუტატები  პროექტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებენ, თუმცა მანამდე ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდება მისი კორექტირება.