FIFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე აფხაზეთის რეგიონში. მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფა-ს ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე.
შეგახსენებთ, საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას.
ვითარებაში გასარკვევად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იმთავითვე მიმართა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციას.