ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის ბილეთებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ფედერაციაში განმარტავენ, რომ ბილეთები უეფა-ს ოფიციალური პორტალის საშუალებით გაიყიდება, ამ დროისთვის კი რეალიზაციის პროცედურასთან დაკავშირებით, საბოლოო დეტალები ზუსტდება. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვასა და რეალიზაციის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას გულშემატკივარს ფედერაცია უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სადებიუტო მატჩი ევრო „2024-ზე“ 18 ივნისს დორტმუნდში გაიმართება და „ჯვაროსნები“ თურქეთს დაუპირისპირდებიან.