ფესტივალი ურეკში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგროტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა.

ფესტივალის მიზანს ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, ასევე მისი მიზანი ადგილობრივი სოფლის პროდუქციის და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა იყო.

აგროტურისტული ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის 50-ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარმომადგენლებმა, რომლებიც აწარმოებენ თაფლს, ჩაის, ლურჯმოცვს, მარწყვს, ნერგებს, ღვინოს, და  მინერალურ-ტკბილ სასმელებს.