ნატანელთა მოთხოვნა

სავალალო მდგომარეობაშია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე სპორტული დარბაზი, სადაც არაერთი ცნობილი სპორტსმენი აღიზარდა. ადგილობრივების თქმით, იქ ხშირად ბავშვებიც შედიან და შიშობენ, რომ ეს საფრთხის შემცველია. ნატანების სპორტდარბაზი რეაბილიტაციის ნუსხაში არ არის შეტანილი. ადგილობრივები კი ხელისუფლებას ყურადღებას და შენობის განახლებას სთხოვენ.