8-დან 13 მაისის ჩათვლით დედაქალაქი დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალს, „სინედოკ თბილისს“ უმასპინძლებს.
საფესტივალო ჩვენებები წელს კინოთეატრ „ამირანსა“ და ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება.
„სინედოკ თბილისს“ სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი „თაფლის მიწა“ გახსნის. ფესტივალის სტუმარი ქვეყანა წელს უნგრეთია.
„სინედოკი“ 13 მაისს საკონკურსო სექციის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.