CineDOC-Tbilisi პირველ არხზე

სინედოკ თბილისის“ შეცვლილი ფორმატი – ფესტივალის საკონკურსო ფილმების ჩვენება საქართველოს პირველი არხის ეთერით გაიხსნება. ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან უკვე შედგენილია სპეციალური პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ჩვენი არხის მაყურებელი საერთაშორისოდ აღიარებულ 11 კინოსურათს ნახავს. ფილმების ჩვენება საქართველოს პირველ არხზე 15 აგვისტოდან 27 აგვისტომდე გაგრძელდება.