საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გრძელდება. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურული ცენტრი, 12 ოქტომბერს საგუნდო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. შესრულდება მსოფლიო მუსიკალური კულტურის უკვდავი ქმნილება – კარლ ორფის სასცენო კან-ტატა- „კარმინა ბურანა“. კონცერტში მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, თბილისის ბავშვთა კაპელა და სოლისტები მიიღებენ. ორკესტრს უნგრელი დირიჟორი გაბორ ჰოლერ-უნგი უდირიჟორებს. რიგით 32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 15 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით იმართება, და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლისთავს ეძღვნება.