კიდევ ერთი შესაძლებლობა ევროპული საზოგადოებითვის, ახლოს გაიცნოს ქართული კულტურა და ხელოვნება – ბელგიაში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი გახსნილია.
„ევროპალიას“ წელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – ფესტივალში საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით პირველად მონაწილეობს. ბრიუსელში საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან 300-მდე ექსპონატი ჩაიტანეს. გაიმართა ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტიც. 4 ოქტომბრიდან მომავალი წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში „ევროპალია საქართველოს“ ეგიდით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
საერთაშორისო ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება.