საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფერმებისა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირები აღირიცხებიან. ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მენეჯერი მცხეთა-თიანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებს შეხვდა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი გააცნო. მისი განცხადებით, აღრიცხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას შექმნის და გააჩენს შესაძლებლობას, რომ შეიქმნას მიზნობრივი, ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამები და მათი განხორციელებისთვის სწორად მოხდეს სამიზნე ჯგუფების შერჩევა.