ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა - რა პროექტები განიხილეს შეხვედრაზე
ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სეზონი მალე დასრულდება და, შესაბამისად, განსახილველია არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, ეროვნული ნაკრების, საფეხბურთო ლიგისა და კონკრეტულ კლუბებთან დაკავშირებული თემები.
დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, განიხილეს პროექტი, რომლის თანახმადაც, მომავალი წლიდან, გუნდები ხელოვნურ საფარზე აღარ ითამაშებენ.