ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.
განაცხადი მან ფედერაციის სამდივნოში შეიტანა.
ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ჯერ-ჯერობით ხმის უფლების მქონე 27-მა სუბიექტმა წარადგინა. ფედერაციის სამდივნოში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 21 იანვრამდეა იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი, განცხადება მხოლოდ ლევან კობიაშვილს აქვს შეტანილი.
ლევან კობიაშილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2015 წლის ოქტომბერში აირჩიეს.