გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის სოლიდარობა გიორგი შაქარაშვილს. ფეხბურთელებს მაისურებზე გარდაცვლილი სპორტსმენის სახელი ეწერათ. „მეიჯორ ლიგ სოკერის“ განახლებული სეზონის დაწყების წინ, ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ნება დართო, მაისურებზე ნომრების ქვემოთ სოციალურ ან პოლიტიკურ თემაზე ნებისმიერი წარწერა დაეტანათ. კაშიამ და ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.